სახლად ქცეული ავტოფარეხის, სიძისა და სიდედრის ამბავი

სახლად ქცეული ავტოფარეხის, სიძისა და სიდედრის ამბავი

181
გაზიარება

დროთა განმავლობაში, დგება მომენტი, როდესაც უკვე საკუთარი ოჯახი გყავთ, მაგრამ მშობლებმა, თქვენმა ან თქვენი მეუღლისამ, მოულოდნელად გადაწყვიტეს საცხოვრებლად თქვენთან გადმოსვლა. ამის მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ეს ოჯახში წესრიგს და თქვენს პირად სივრცეს არღვევს.

სწორედ ასეთი რამ შეემთხვა მარტინ ბრაუნსაც. როდესაც მის ოჯახში ვაჟი გაჩნდა, სიდედრმა საჭიროდ ჩათვალა, რომ მათთან გადასულიყო საცხოვრებლად, რათა შვილიშვილისთვის მოევლო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ნათესავი მოშორებით ცალკე იცხოვრებდა… და კაცმა იგი ავტოფარეხში დაასახლა.

საცხოვრებელი ავტოფარეხი

არ იფიქროთ, რომ ეს კაცი სრულ ჭკუაზე არ არის, რახან საკუთარი ცოლის დედა ძველ ცივ ავტოფარეხში დაასახლა. მან არქიტექტორი დაიქირავა საცხოვრებლის მოსაწყობად, მაგრამ გვერწმუნეთ, 13 კვადრატული მეტრის ფართის მოწყობა დამოუკიდებლადაც შეიძლება. ყველაფერი ექსტერიერის გალამაზებით დაიწყო, მეწამულისფერი პლასტმასით. გარეგნულად სახლი ძალიან კომფორტული გამოვიდა.

ახლა კი ავტოფარეხის შიდა ნაწილზე ვისაუბროთ. კარს აღებთ თუ არა, აღმოჩნდებით პატარა შესასვლელში, რომელიც სამზარეულოში არის შერწყმული. ავეჯის მოწყობა ძალიან კარგად არის მოფიქრებული, ამიტომ მჭიდრო სივრცის შეგრძნება არ გექმნებათ. როგორც ხედავთ, “სახლში” დივანიც კი არის დადგმული მეგობრების გასამასპინძლებლად.

სამზარეულო მრგვალი ბარის სადგამით არის აღჭურვილი. იქ განთავსებულია გაზქურა და ნიჟარა. ქვემოთ ჩაშენებულია მაცივარი და მიკროტალღური ღუმელი. სახლში არის სააბაზანო, რომელიც კარადაზე დიდ ადგილს არ იკავებს. შეძლეს უნიტაზის და საშხაპე კაბინის მოთავსებაც.

მაგრამ ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო ადგილი ყოფილ ავტოფარეხში საძინებელი გახლავთ. იგი რაღაცით პრინცესას აივანს ჰგავს, რადგან მისკენ მიმავალი საფეხურები ძალიან ლამაზი და საუცხოოა. საკმაოდ კარგი იდეაა: უცხო თვალისგანაც დამალულია და ძალიან მყუდროცაა.

ქვემოთ იხილეთ ვიდეო, სადაც ძველი ავტოფარეხის გენიალური გარდასახვაა ასახული. თანაც, ლანდშაპტის დიზაინში ეს სახლი ჰარმონიულად ჯდება.

 

წყარო:novate

კომენტარი