ჩუღურეთის რაიონში საგაზაფხულო რგვები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საგაზაფხულო რგვები მიმდინარეობს

84
გაზიარება

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და თბილისი საპატიო მოქალაქე დემიკო ლოლაძესთან ერთად ხე-მცენარეების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღო.

აღნიშნულ ქუჩაზე ახალი ხის ნიშნულები გაიჭრა და წითელი ნეკერჩხლის, ბამბუკის ფოთოლა მუხისა და ირმის რქის ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო.

პროექტის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით ჯამში, 82 ხე-მცენარე დაირგვება.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „მწვანე სახლი“ ასრულებს და მისი ღირებულება 50,000 ლარია.

კომენტარი