ბოლო 71 წელიწადში პირველად ცნობილ ყვავილების ბაღს ვიზიტორები არ ჰყავს

ბოლო 71 წელიწადში პირველად ცნობილ ყვავილების ბაღს ვიზიტორები არ ჰყავს

78
გაზიარება

ლანდშაფტის ჰოლანდიელი ფოტოგრადი ალბერტ დროსი ყვავილების დიდი გულშემატკივარია. გაზაფხულზე ის ყოველთვის პულობს დროს, რათა აღებჭდოს ჰოლანდიური ყვავილების სილამაზე და შემდეგ მთელ მსოფლიოს გაუზიაროს. ამჯერად ის ცნობილ ჰოლანდიურ ბაღს, Keukenhof-ს ეწვია, რომელიც მხოლოდ გაზაფხულობით იხსნება და რომელსაც, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

როგორც ალბერტი პორტალ boredpanda-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, Keukenhof-ისთვის 2020 წელი უჩვეულო გამოდგა. დღეს, ბოლო 71 წელიწადში პირველად, ის დაკეტილია, თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ყვავილები აღარაა. პირიქით, მცენარეები საუცხოოდ გამოიყურებიან და პერსონალიც მათ შესანიშნავად უვლის.

კომენტარი