ნაძალადევში მცხოვრებ 80 ვეტერანს სასაჩუქრე ნობათი გადაეცემა.

ნაძალადევში მცხოვრებ 80 ვეტერანს სასაჩუქრე ნობათი გადაეცემა.

86
გაზიარება

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ნაძალადევის რაიონის გამგეობისგან 80 ვეტერანს სადღესასწაულო ნობათი გადაეცემა.

ნაძალადევის რაიონში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ექვსი ვეტერანი ცხოვრობს. გამგეობის თანამშრომლებმა მათ უკვე გადასცეს სასაჩუქრე პაკეტები და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. აღნიშნულ ნობათს დანარჩენი 74 ვეტერანიც მიიღებს.

სასაჩუქრე პაკეტების დარიგების პროცესში ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულები არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.

კომენტარი