თბილისში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

თბილისში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

76
გაზიარება

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები დღეიდან მოხსნილია. დედაქალაქში შესვლა და გასვლა ყველა სახის ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია, თუმცა მკაცრად კონტროლდება ავტომობილში მყოფი ადამიანების რაოდენობა, სამ პირზე მეტის მოთავსება კვლავ იკრძალება.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, რამოდენიმე დღის წინ, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა და ასევე სხვა ქალაქების გახსნის თარიღებიც დაასახელა.

“11 მაისიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვები, შემოსვლისა და გასვლის თვალსაზრისით, იქნება მოხსნილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ე.წ. კომენდანტის საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარი