გოგა ჩანადირი: დღეს პირველად ვიგრძენი, რომ თბილისის ჰაერი ისევ ბინძურდება

გოგა ჩანადირი: დღეს პირველად ვიგრძენი, რომ თბილისის ჰაერი ისევ ბინძურდება

79
გაზიარება

ფოტოგრაფი გოგი ჩანადირი კორონავირუსის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ფოტოგრაფმა აღნიშნა, ქალაქში ჰაერის დაბინძურება იწყება და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები გადაადგილდებიან. მისივე განმარტებით, თავად გორიალათი გადაადგილდება, რითიც სუფთა ჰაერის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

„52-ე დღე კარანტინიდან

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დღეს პირველად ვიგრძენი, რომ თბილისის ჰაერი ისევ ბინძურდება.
სამწუხაროდ, ისევ დადიან ტექნიკურად გაუმართავი, გამონაბოლქვიანი მანქანები.
– რანაირად გაიარეს ტექდათვალიერება?
ეს შეკითხვა დავუსვი ჩემს თავს დღეს, გმირთა მოედანზე მას შემდეგ, რაც მძიმე ჰაერმა გული შემიწუხა.
მე გორიალათი გადავაადგილდებოდი.
დავითვალე, რომ 500 ლარი დავზოგე იმით, რომ ბოლო დროს ტაქსით არ ვისარგებლე. ყოველ გადაადგილებას საშუალოდ 4 ლარად ვანგარიშობდი.
გარდა იმისა, რომ გორიალათი ფულს ვზოგავ, სუფთა ჰაერის შენარჩუნებასაც ხელს ვუწყობ.
საზიარო გორიალების შემოყვანა, წესით, ამ ვითარებას ხელს შეუწყობს.
თუმცა, სწორედ დღეს ვფიქრობდი, რომ გასავითარებლად მნიშვნელოვანია ქალაქის გზების მასზე მორგება და მეტი ველობილიკის გაკეთება.
ისე, არაერთხელ შევნიშნე, რომ ადამიანები ჯიუტად დადიან ველობილიკებზე და ვერ ხვდებიან, რომ ტროტუარებზე იარონ.
კარანტინის 52-ე დღეს რომ სუფთა ჰაერზე ვფიქრობდი, შემთხვევითი ნამდვილად არ არის. შეზღუდვები რაც უფრო შემსუბუქდება, მით უფრო დამძიმდება ჰაერი.
ახლაც გავიმეორებ, რომ ცუდი არ იქნება, ყოველი თვის 22-ში (22 სექტემბერი ავტოტრანსპორტისგან თავისუფალი მსოფლიო დღეა) მანქანებით მიმოსვლა თუ შეიზღუდება ან კენტ და ლუწ რიცხვებში შესაბამისი სერიის ავტოტრანსპორტმა იაროს.
მოკლედ, ჩვენ გვჭირდება მეტი სუფთა ტრანსპორტი და ჰაერი.“ – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარი