ჭოროხის ქუჩის ისტორია მოკლედ

ჭოროხის ქუჩის ისტორია მოკლედ

63
გაზიარება
ჭოროხის სახელობის ქუჩა ჩუღურეთის რაიონში, დიმიტრი უზნაძის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე მდებარეობს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ცნობით, ეს ქუჩა XIX საუკუნეში წარმოიქმნა. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კოლონიის ქუჩა, XX საუკუნის 20-იან წლებში კი, ახალშენის ქუჩა დაერქვა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე იგი პოლიტკატორღელთა ქუჩის სახელწოდებითაა დატანილი. ჭოროხის ქუჩა 40-იან წლებში ეწოდა.

კომენტარი