კარანტინის ეტაპობრივი გაუქმება – მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე (ფოტორეპორტაჟი)

კარანტინის ეტაპობრივი გაუქმება – მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე (ფოტორეპორტაჟი)

115
გაზიარება

ჰოპკინსის უნივერსიტეტის 13 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 4,2 მილიონს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული საკარანტინე შეზღუდვები თანდათან უქმდება. ევროპაში კარანტინის გაუქმება ჯერ კიდევ აპრილიდან დაიწყო.

ინდოეთში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. როგორც საინფორმაციო სააგენტო Associated Press აღნიშნავს, ეს ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ფონზე მოხდა. ხელმისაწვდომი გახდა რამდენიმე დიდ ქალაქს შორის გადაადგილება, მათ შორის, ნიუ-დელსა და მუმბაიში. მგზავრები თერმოკონტროლს გადიან და ვალდებულები არიან, ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ, როგორც მატარებელში ჩასხდომისას, ისე მისი დატოვებისას.

  • გერმანიაში სპორტდარბაზები გაიხსნა

  • ჩეხეთის ხელისუფლებამ კაფე-ბარებს ღია ვერანდების გახსნის ნებართვა მისცა

  • ისრაელში პარკები და დაცული ტერიტორიები გაიხსნა. ასევე, ნებადართულია ღია სივრცეში სპორტული ინვენტარის გამოყენება სოციალური დისტანციის დაცვით.

  • ბანგლადეშში ზოგიერთ ფაბრიკას, ლოჯისტიკის სამსახურებსა და მაღაზიებს მუშაობის ნება დართეს, მაგრამ სამუშაო საათების შეზღუდვით.

  • საფრანგეთში სკოლების მუშაობა აღდგა, შენობებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია, ამიტომ ბავშვთა უმრავლესობა სწავლებას დისტანციურად განაგრძობს.

  • ლოს-ანჯელესში სასეირნო ბილიკები გაიხსნა. ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, პარკებში აუცილებელია პირბადის გამოყენება.

  • შვედეთში მაღაზიები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები გაიხსნა

  • თურქეთში სილამაზის სალონები გაიხსნა

  • დიდ ბრიტანეთში ნებადართულია გარუჯვა საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე პარკებში და ასევე, სპორტით დაკავება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

  • რამადანის წმინდა ღამეების ფარგლებში, ირანის ხელისუფლებამ რამდენიმე დღით მეჩეთები გახსნა

  • ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ადგილობრივებს ოჯახებთან და მეგობრებთან შეხვედრის ნება დართეს. შესაძლებელი გახდა სახლში 5-მდე სტუმრის მიღება, ასევე ღია სივრცეში 9 ადამიანის შეკრებაა შესაძლებელი. 

კომენტარი