ნავთლუღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ნავთლუღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

90
გაზიარება

ისნის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.
ამ დროისთვის, ისნის გამგეობის ინიციატივით, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური ნავთლუღში, მოსკოვის გამზირის N5 და N7-ში ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებს ატარებს.

ამავე ტერიტორიაზე, მერიის ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის მიერ გამწვანების თარგები ეწყობა.

მწვანე ზოლებში დაირგვება ხე-მცენარეები და დაითესება ბალახი, ასევე დამონტაჟდება სარწყავი სისტემა.

ტროტუარზე, ფეხით მოსიარულეების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, ბოძკინტები დამონტაჟდება.

გარდა ამისა, ისნის გამგეობის მიერ, კეთილმოწყობის სამუშაოები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N136 -ში ტარდება, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დამონტაჟდა დეკორატიული LED განათება, ხე-ნარგავებს ჩაუტარდათ სხვლა-ფორმირება. საფეხმავლო ბილიკებზე დაიგება ფერადი ფილები, მოეწყობა საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სადაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდება.

ნავთლუღში მიმდინარე სამუშაოებს ისნის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო

კომენტარი