სამედიცინო პერსონალი Covid 19 – თან დაკავშირებული რასისტული მიდგომების წინააღმდეგ

სამედიცინო პერსონალი Covid 19 – თან დაკავშირებული რასისტული მიდგომების წინააღმდეგ

80
გაზიარება

აზიური წარმოშობის 16 ამერიკელი ექიმი, რომელიც კორონავირუსული პანდემიის წინა ხაზზე იბრძვის, სიძულვილის წინააღმდეგ ვიდეომიმართვით გამოვიდა.

ექიმმა ოდრი კრუზმა, კალიფორნიიდან და ექიმმა ქრისტინა ჩენმა, მინესოტადან, ვიდეოში წარმოდგენილი სამედიცინო პერსონალის დაკომპლექტებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

„საკითხმა აქტუალურობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ამ ნიშნით ადამიანებს მეტროსა და საცხოვრებელ სახლებში თავს დაესხნენ. აღნიშნულმა ცნობებმა ძალიან შეგვაშფოთა და გვსურდა, ჩვენი აზრი გამოგვეხატა.“ – აცხადებს ექიმი კრუზი.

ვიდეოში მყოფი ყოველი ადამიანი სპეციალური წარწერით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ყველა იმ კონკრეტულ პრობლემატურ მიდგომასთან დაკავშირებით, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელდა.

კრუზსა და ჩენს ღრმად სწამთ, რომ პანდემიის ჩინურ ვირუსად მონათვლა აზიური წარმოშობის ამერეკული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ მნიშვნელოვან დისკრიმინაციულ მექანიზმად იქცა. Covis 19 – მა ათი ათასობით ამერიკელისა და მსოფლიოს ასი ათასობით მოქალაქის გარდაცვალება გამოიწვია.

„პრობლემა ის არის, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს არსებულ ვითარებაში დამნაშავე მხოლოდ ჩინეთია. ეს მიდგომა იწვევს თითის გაშვერას კონკრეტული მიმართულებებით, რაც, საბოლოოდ, სიძულვილის ფორმით ვლინდება. „ – აცხადებს ჩენი, მაიოს კლინიკის წარმომადგენელი, რომელიც ხანდაზმულებს მკურნალობს.

ჩენის თქმით, გამოსვლის მიზანი ზემოხსენებული მიდგომების შეცვლაა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აქტივობა ხელს შეუწყობს რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ მენტალურ ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ სხვებს და ვისწავლოთ მათგან.“

კრუზი, რომელმაც ვიდეო ინსტაგრამზე თავის 103 000 მიმდევარს გაუზიარა, გახარებულია აზიური წარმოშობის ამერიკელების დადებითი შეფასებებით. გაზიარებული კონტენტი კი 25 000 – მა ადამიანმა ნახა.

„სიძულვილი ვირუსია და ჩვენ მორიგი ვირუსი არ გვჭირდება. როგორც პროფესიონალი მედიკოსები, ვმოქმედებთ დადებული ფიცის თანახმად და ვცდილობთ ზიანი არ მოგაყენოთ. ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ყველას სიცოცხლე, მიუხედავად მათი რასობრივი კუთვნილებისა.“.

ჩენის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ვიდეოში გამოხატული გულწრფელი და ძლიერი განცდები დისკრიმინაციას შეაჩერებს.

კომენტარი