სოლოლაკში, გერგეთის ქუჩაზე ქვაფენილს აწყობენ

სოლოლაკში, გერგეთის ქუჩაზე ქვაფენილს აწყობენ

60
გაზიარება

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად სოლოლაკში, გერგეთის ქუჩაზე, 300 კვ.მ ფართობზე ქვაფენილის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ტროტუარი. ამორტიზებულ ასფალტის საფარს, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე შეუზღუდავად გადაადგილებას აფერხებდა, ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებულ პრობლემას მოუხსნის.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი