ამბავი, რომელიც მუშთაიდში დაიწყო და ლუვრში დასრულდა

ამბავი, რომელიც მუშთაიდში დაიწყო და ლუვრში დასრულდა

924
გაზიარება

1905 წელი, ტფილისი. „ყურადღება, სიახლე! თეატრი „ბელ ვიუ“. მარგარიტა დე სევრის მხოლოდ 7 გასტროლი თბილისში!“- იუწყებოდნენ იმდროინდელი აფიშები. როგორც ამბობენ, ნიკო ფიროსმანმა ანუ, უბრალოდ, ნიკალამ მარგარიტა მუშთაიდში მდებარე რესტორანში ნახა. ნახა  და თავდავიწყებით შეუყვარდა. მერე იყო ყვავილების ზღვა, რომელიც მარგარიტამ თავისი სასტუმროს ფანჯრიდან დაინახა.

-2-728

ფიროსმანისა და მარგალიტას ურთიერთობაზე ტფილისში ბევრი ჭორი დადიოდა. ერთნი ამბობდნენ, რომ ფიროსმანს მარგარიტა არასდროს უნახავს და მისი სურათი აფიშიდან გადმოხატა. ამბობდნენ იმასაც, რომ ყვავილების ისტორია მოგონილია და მსგავსი არაფერი მომხდარა. სხვები პირიქით, ამტკიცებენ, რომ უამრავმა ყვავილმა მარგარიტაზე ძალიან იმოქმედა და შეყვარებულებმა ერთად ღამეც გაატარეს.  მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ფიროსმანის და მარგარიტას ურთიერთობას გაგრძელება არ ჰქონია. 7-დღიანი გასტროლები დასრულდა და მარგარიტა პარიზში გაემგზავრა.  ეს ისტორიაც, თითქოს, ამით დარულდა, თუმცა არა…
1969 წელს ლუვრში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნახატთან „აქტრისა მარგარიტა“ მივიდა, 94 წლის ქალბატონი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის მარგარიტა იყო, რომელიც ფიროსმანმა 64 წლის წინ დახატა.
სად არის აქ სიმართლე, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ  ბედნიერი სიყვარული ფიროსმანს, რომელიც სრულ სიმარტოვეში გარდაიცვალა, არასდროს ღირსებია.

კომენტარი