დიდუბის რაიონის გამგეობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დიდუბის რაიონის გამგეობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, ვასილ ბასილაძესთან და სეს-ის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული აგრარული ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აგრარული ბაზრების დირექტორებს კიდევ ერთხელ განემარტათ ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც ბაზრის ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა.
ირმა ზავრადაშვილმა ბაზრების დირექციის წარმომადგენლებს დახმარება აღუთქვა ყველა იმ საკითხში, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაა შესაძლებელი.
სურსათის ეროვნული სააგენტო უსაფრთხოების წესებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მოვაჭრეები, ასევე, ბაზრების დირექციის წარმომადგენლები და მომხმარებლები რეკომენდაციებს მუდმივად იღებენ.

კომენტარი