მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი 4 კედლის მშენებლობა დასრულდა

მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი 4 კედლის მშენებლობა დასრულდა

63
გაზიარება

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რაიონში გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მშენებლობა დასრულდა.

სამუშაოები განხორციელდა:

• ოქროყანაში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში;
• გ. რჩეულიშვილის ქ. N37-ში;
• ი. გოგებაშვილის ქ. N16-ში;
• რ. ჯაფარიძის ქუჩა N 8-ში;

საყრდენი კედლების მოწყობით, სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა, რომელსაც შესაძლოა, მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლებიც დაეზიანებინა.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 294 ლარი გამოიყო.

წლის განმავლობაში, მთაწმინდის რაიონის გამგეობა მსგავს პროექტებს კიდევ განახორციელებს.

კომენტარი