მოსწავლეების მადლობა პედაგოგს, რომლის გაკვეთილებიც პანდემიის გამო შეწყდა

მოსწავლეების მადლობა პედაგოგს, რომლის გაკვეთილებიც პანდემიის გამო შეწყდა

135
გაზიარება

არკანზასის შტატში მდებარე, ბრაიანტის უმაღლესი სკოლის მოსწავლემ, 16 წლის, სოფომორ ბელა უოტკინსმა გადაწყვიტა დაკავშირებოდა თავის 11 თანაკლასელს, რათა თითოეულს მათი პედაგოგის, ჰითერ ჰეირისთვის, გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაეწერა.

„უეცრად დავიწყე ხმამაღლა ტირილი. ძალიან სახალისო იყო იმის მოლოდინი, თუ ვისი სახე იქნებოდა შემდეგი.“ – აცხადებს ჰეირი.

ჰეირი ვიდეოს ავტორებს ოჯახის სამომხმარებლო მეცნიერების საგანს ასწავლიდა, სადაც მოზარდები სამომავლო ცხოვრებისთვის საჭირო ყოფით საკითხებს სწავლობენ. მას შემდეგ, რაც სკოლამ არჩევანი არაარჩევით საგნებზე შეაჩერა, ჰეირის არჩევითი საგნის სწავლება შეწყდა.

„გული მწყდება, რადგან უამრავი ბავშვი იყენებდა შესვენებას და სტუმრობდა ჩემს გაკვეთილს. ბოლოს ჩვენ კერვას ვსწავლობდით და ვგეგმავდით უამრავ პროექტს, რომელთა განხორციელებაც არ დაგვცალდა.“

ჰეირმა სასწავლო კურსის დასრულებასთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ჯგუფში განათავსა ვიდეო, სადაც მათ თვალცრემლიანი ემშვიდობებოდა.

„ძალიან მეწყინა, როდესაც ამ მდგომარეობაში დავინახე, რადგან ის ყოველთვის შესანიშნავად გვეპყრობოდა. მისი ცრემლების დანახვა ძალიან უსიამოვნო იყო და გადავწყვიტე რამე მემოქმედა.“ – ამბობს ბელა.

ბელამ თავი მოუყარა როგორც თანაკლასელებს, ისე იმ უფროსკლასელებს, რომელთაც ჰეირი ასწავლიდა.

„ვფიქრობ, ვიდეომ მასზე ძალიან იმოქმედა. ის ყველას უყვარს , ვინც კი მას იცნობს.“ – განაცხადა ბელამ.

15 წლის ქეით ქენთლბინდერის თქმით, რომელიც ვიდეოში რიგით მეორეა, ბელას იდეა, რომელიც საპასუხო ვიდეოს ჩაწერას გულისხმობდა, მისთვის ძალიან ამაღელვებელი იყო.

„ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი პედაგოგის მიმართ ადამიანებს ასეთი სიყვარული და მზრუნველობა ამოძრავებთ.“ – ამბობს ქეითი.

კომენტარი