პანდემიის გამო დახურული „დისნეილენდი“ გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

პანდემიის გამო დახურული „დისნეილენდი“ გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

113
გაზიარება

შანხაიში „დისნეილენდი“ გაიხსნა, რომლის მუშაობაც 25 იანვარს კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. გასართობ პარკში ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი ჩაწერით, 24 საათში მხოლოდ 25 ათას ადამიანს შეუშვებენ. დახურვამდე მას დღე-ღამეში 80 ათასი ადამიანი სტუმრობდა.
ყველა სტუმარი თერმოკონტროლს გადის, იცავს სოციალურ დისტანციას და ატარებს ნიღაბს. გარდა ამისა, მათ უნდა ჰქონდეთ გადმოწერილი სპეციალური აპლიკაცია, რომელიც COVID-19-ით დაინფიცირებულთა კონტაქტებს ადგენს.

კომენტარი