62 მილი მხოლოდ ველოსიპედებისთვის – გერმანია ახალ გზატკეცილს ხსნის

62 მილი მხოლოდ ველოსიპედებისთვის – გერმანია ახალ გზატკეცილს ხსნის

128
გაზიარება

გერმანია 62 მილის (99,77 კილომეტრი) სიგრძის გზატკეცილს ხსნის, რომელზეც მხოლოდ ველოსიპედებით გადაადგილება იქნება ნებადართული. 🚲

გერმანიამ უკვე გააკეთა 3-მილიანი საველოსიპედე გზატკეცილი, რომელიც სამომავლოდ უნდა გაფართოვდეს 62 მილზე და დააკავშიროს დასავლეთ გერმანიის 10 ქალაქი, რომლებშიც შედის ჰამი, დუისბურგი და ბოხუმი, ასევე ოთხი უნივერსიტეტი.

ტრადიციული მაგისტრალების მსგავსად, ველოსიპედების გზატკეცილს ექნება გადასასვლელი ზოლები (ზებრა), გზაჯვარედინები, ქუჩის განათებები და ველოსიპედისტებს არ მოუწევთ სიფრთხილე ავტობუსებისა თუ სატვირთო მანქანების შიშით.

ისინი თავისუფლად გავილიან მილებს, ერთი მეორის მიყოლებით. რეგიონალური განვითარების ჯგუფის, RVR-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამ ახალი მაგისტრალის გაკეთება გერმანიაში ავტომობილების მოძრაობას დღეში 50 000 მანქანით შეამცირებს.

წყარო: „ჩემი ქალაქი მკლავს“

კომენტარი