ვარკეთილის ზემო პლატოზე ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

ვარკეთილის ზემო პლატოზე ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

92
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობას აქტიურად განაგრძობს ვარკეთილის ზემო პლატოზე, კიდევ ერთი სტადიონი მოეწყო. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძემ დაათვალიერეს. ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის N30 კორპუსის მიმდებარედ კალათბურთისა და ფეხბურთის კომბინირებული მოედანი 540 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყო გარე განათების სისტემა და გარემო ადაპტირდა შშმ პირთათვის. ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 96 773 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „კვადრელი“ განახორციელა. სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 5 სპორტული მოედნის მოწყობა დაასრულა, კიდევ 5 ახალი სტადიონი კი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

კომენტარი