გლდანის ხევის N8 –N8 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის ხევის N8 –N8 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

91
გაზიარება

გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატება, გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან სკვერი მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 1 700   კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი.  მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიოასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 230 000 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის ხევში, აღნიშნულის გარდა, სკვერი კიდევ ორ მისამართზე ეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, ადგილზე გაეცნო.

კომენტარი