ეს შეცვლილი, შეცვლილი მსოფლიო – იზოლაცია, უბრალოება და სრული ჰარმონია

ეს შეცვლილი, შეცვლილი მსოფლიო – იზოლაცია, უბრალოება და სრული ჰარმონია

165
გაზიარება

ექსპერტები პოსტკორონავირუსული საზოგადოების კარდინალურ ცვლილებებს წინასწარმეტყველებენ. საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა გააუქმა კარანტინი და მოქალაქეებს სრული თავისუფლება მისცა, მაგრამ დისციპლინის და თვითიზოლაციის ჩვევა არსად წასულა – ახლა ფრანგები ასე ელოდებიან მატარებელს.

უფასო საჭმლის დარიგება ქალაქ ჩენაიში. ჰუმანიტარული დახმარების გაცემა ინდოეთის ცენტრალური სარეზერვო პოლიციის მიერ კონტროლდება, რიგში მკაცრი დისციპლინაა.

კორონავირუსის ეპოქის ექპერიმენტალური კონცეფცია ამსტერდამში, რესტორან Eten-ში: სტუმრებს ვეგეტარიანულ ვახშამს სთავაზობენ ოთხი კერძისგან. საღამოს გატარება შესაძლებელია ცალკეულ „სათბურში“, სადაც ვერანაირი კორონავირუსი ვერ მოხვდება. მომსახურე პერსონალის ოფიციალურ ფორმას წარმოადგენს ხელთათმანები და პირბადე, ხოლო საჭმლის მიწოდება ხდება გრძელი დაფით, რაც მომხმარებელთან ნაკლებ კონტაქტს უზრუნველყოფს. რესტორნის სტუმრობა ჯერჯერობით, მაქსიმუმ, 3-კაციან კომპანიაშია შესაძლებელი და ისიც მხოლოდ რესტორნის თანამშრომლების ოჯახის წევრებისა და ნაცნობებისთვის. ნიდერლანდების ბარ-რესტორნებში მასობრივი შეკრება აკრძალულია 19 მაისამდე, ნებადართულია მხოლოდ გატანის სერვისი. 21 მაისის შემდეგ რესტორანი ბევრი სტუმრის მიღებას გეგმავს და თუკი ეს კონცეფცია გაამართლებს, მაშინ ისინი მომსახურების არეალს გააფართოებენ.

კომენტარი