მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერი განახლდა

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერი განახლდა

67
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N 17-ის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნულ მისამართზე 1 600 კვადრატული მეტრი ფართობი რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო ლედ  განათების სისტემა, საჩრდილობელი და ყველა საჭირო ინვენტარი.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარმ დავით უთმელიძესთან, ერთად დაათვალიერა.

„ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. ამ ქუჩაზე ეს მხოლოდ  ერთი გარე სკვერია. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი  გამოვიდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული და კეთილმოწყობილი დასასვენებლი სივრცე შევქმნათ და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ აწარმოა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 179 799 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი