სოფო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა

სოფო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა

84
გაზიარება
სოფო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
“თბილისის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარიამ, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ხელი უკვე მოაწერა.
თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი