ვაზისუბანში ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

ვაზისუბანში ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

71
გაზიარება

ისნის გამგეობა ვაზისუბანში ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის სრულ რეაბილიტაცის განაგრძობს.

აღნიშნულ მისამართზე კომპანია “ჯივიპის” მიერ წყალმომარაგებისა და წყალანირების ქსელი შეიცვალა.

ამ ეტაპზე, ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა ისნის რაიონის გამგეობამ დაასრულა, ხოლო 800მ. სიგრძის გზის სავალ ნაწილზე, ჯამში 7000კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყობა გარე განათების ახალი სისტემა, სადაც LED სანათები დამონტაჟდება.

ვაზისუბანში, ჯუმბერ ლეჯავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის, რომელსაც ისნის გამგეობის დაკვეთით შპს “დინ გრუპი” ახორციელებს, ბიუჯეტიდან 770 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითშვილთან ერთად გაეცნო.

კომენტარი