ვაჟა-ფშაველას გამზირზე თარგები გაამწვანეს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე თარგები გაამწვანეს

49
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს განაგრძობს.

ამჯერად, სამუშაოები ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ძეგლის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ თარგებში განხორციელდა. ტერიტორიაზე 75 ძირი ფოტინია, 108 ძირი აბელია და 1 ძირი იფანი დაირგო. ასევე, 540 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი.

სამუშაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

კომენტარი