„მზიურის“ რეაბილიტაცია სრულდება – როგორ გამოიყურება პარკი ახლა?

„მზიურის“ რეაბილიტაცია სრულდება – როგორ გამოიყურება პარკი ახლა?

286
გაზიარება

მზიურის პარკის რეაბილიტაცია სრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში” სტუმრებს ახალი საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, სასმელი წყლის სოკოები, ფანჩატურები, ზონირების შესაბამისი ნიშნები, სკეიტპარკი, საბავშვო გასართობი მოედნები, დასასვენებელი ადგილები და ახალი ხემცენარეები დახვდებათ.

მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები, გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წყლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ამჟამინდელი პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 7.8 მილიონი ლარია.

კომენტარი