ოჯახური სერენადა ბებიას

ოჯახური სერენადა ბებიას

110
გაზიარება

87 წლის ბებიის უახლოესი ადამიანები, რომელთაც ის ძალიან უყვართ, მოხუცებულთა სამკურნალო დაწესებულების იმ ოთახის წინ შეიკრიბნენ, სადაც იგი იმყოფებოდა, რათა მისთვის სერენადა მიეძღვნათ.

რებეკა როის მიერ ტვიტერზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უმღერის მიჩიგანის შტატში მყოფი ოჯახი მის საყვარელ წევრს სიმღერას, სახელწოდებით – “You Are My Sunshine”. მიუხედავად იმისა, რომ სიურპრიზი როის ბებიისთვის იყო განკუთვნილი, დაწესებულებაში მყოფი სხვა მოხუცები საერთო ზეიმს შეუერთდნენ და ძალიან ისიამოვნეს.

„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ იქ ბებიის გამო ვიყავით მისული და ისინიც დარჩნენ. ეს პროცესი მისთვის საკმაოდ რთული, თუმცა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მას წერა და კითხვა უყვარს. გონება შესანიშნავად უჭრის, ამიტომ ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ.“

ბებია ჩერილი 30 წელია, რაც დეილ ფლინზეა დაქორწინებული. მათ 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ჰყავთ.

როის თქმით, მისი ოჯახი ბედნიერია, რომ წარმოდგენით კარანტინში მყოფი დამსწრე საზოგადოებაც გაერთო.

კომენტარი