სოფო ხუნწარია: ვბრუნდები იქ, საიდანაც მოვედი

სოფო ხუნწარია: ვბრუნდები იქ, საიდანაც მოვედი

87
გაზიარება

თბილისის მერის ყოფილი მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ ქსელში გადადგომის შესახებ საკუთარ კომენტარს აქვეყნებს და იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ. მეგობრებო, ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ (ჟურნალისტებს ვგულისხმობ), მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია. მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ, საიდანაც მოვედი. „არტარეაში“ დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.“- წერს სოფო ხუნწარია.

შეგახსენებთ, რომ სოფო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა გუშინ დატოვა.

კომენტარი