ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში წყალარინების ქსელი რეაბილიტირდება

ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში წყალარინების ქსელი რეაბილიტირდება

22
გაზიარება

დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ჭები და 180 გრძივ მეტრზე მილები შეიცვლება.
პროექტის შედეგად, 106 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.
სისტემის განახლება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

კომენტარი