ინსტაგრამის ახალი მექანიზმი თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნებს

ინსტაგრამის ახალი მექანიზმი თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნებს

104
გაზიარება

ინსტაგრამი წარმოებაში უშვებს ახალ მექანიზმს, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიღებაში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის მენტალური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

ახალი მექანიზმი, სახელად – Guides, ინსტაგრამის მომხმარებლებს არაერთი გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ უამრავ მასალას სთავაზობს.

აღნიშნული წამოწყება ერთგვარი პასუხია იმ საყოველთაო მდგომარეობაზე, რაც Covid 19 – ის პანდემიამ მთელს მსოფლიოში გამოიწვია.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ პანდემიის დამარცხების შემდგომ ფაზაზე ადამიანების ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დადგება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ხანგრძლივი ეკონომიკური და სოციალური სირთულეებით, ფინანსური არასტაბილურობით, მეგობრებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ღელვით თუ ვირუსის გამო დაკარგული ადამიანების გლოვით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული რესურსები დაეხმარება ადამიანებს, მოიძიონ სანდო და პოზიტიური ინფორმაცია, რათა Covid 19 – ის მიერ შექმნილ ამ უპრეცედენტო პერიოდს შესაბამისად გაუმკლავდნენ.” – აღნიშნულია ინსტაგრამის განცხადებაში.

კომენტარი