ლორთქიფანიძის ქუჩის გზის ნაწილი მოეწყო

ლორთქიფანიძის ქუჩის გზის ნაწილი მოეწყო

26
გაზიარება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ სოლოლაკში ლორთქიფანიძის ქუჩის გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილმა ჩაანაცვლა. საგზაო ინფრასტრუქტურა 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ასევე, 300 კვ.მ ფართობზე მოეწყო ტროტუარი.

რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებული პრობლემას მოუხხნის.

საგზაო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი