მირიან მეფის ქუჩაზე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მირიან მეფის ქუჩაზე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

22
გაზიარება

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე N33ა, N35, N37ა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, გზის საფუძველი მზადდება, მოეწყობა ბორდიური და 3 262 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 160 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი