ძაღლი, რომელმაც საპატიო დოქტორის წოდება მიიღო

ძაღლი, რომელმაც საპატიო დოქტორის წოდება მიიღო

92
გაზიარება

ძაღლი, რომელსაც წარმოგიდგენთ, უბრალოდ კარგ ბიჭზე ბევრად მეტია, ის ვეტერინარიის საპატიო მკურნალია.

გაიცანით 8 წლის მუსი, რომელიც თავის საქმიანობას ვირჯინიის შტატში მდებარე“ Tech’s Cook Counseling Center- ში“ აწარმოებს. ძაღლის პატრონისა და ცხოველთა მკურნალობის ლიცენზირებული მრჩევლის, ტრენტ დევისის თქმით, 2014 წლიდან დღემდე მუსიმ ათასობით სტუდენტთან იმუშავა და 7500 – ზე მეტ სესიას დაესწრო.

დევისის თქმით, მან სკოლის დეკანისგან შეიტყო იმის თაობაზე, რომ 2020 წლის ხარისხის მინიჭების ვირტუალურ ცერემონიაზე მუსის ვეტერინარიის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭებოდა.

„მუსი დიპლომს მიიღებს. გასათვალისწინებელი მხოლოდ ის არის, რომ იგი ძაღლია და სამსახურის თაობაზე ვერავის მიმართავს, თუმცა მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავი ვეტერინარია.“

არსებული მძიმე პერიოდის კვალდაკვალ ეს სიახლე ამ უსაყვარლესი ლაბრადორისა და რეტრივერის ნაჯვარისთვის, ნამდვილად სასიხარულოა.

„ჩვენ მის შარდსაწვეთთან სისხლი შევამჩნიეთ და თავშესაფარში წავიყვანეთ, რის შემდეგაც მან დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობა.“ – აცხადებს დევისი, რომლის განმარტებით, სხეულში ძაღლების შარდის ბუშტის პოზიციიდან გამომდინარე, ძაღლებში პროსტატის სიმსივნის აგრესიული ფორმით განვითარების ალბათობა დიდია.

„რამდენიმე თვიანი მკურნალობისა და ექიმების უდიდესი დახმარების შედეგად, გასულ კვირას მუსი სახლში დაბრუნდა. ის ახლა ანტიბიოტიკებს იღებს და თავს შესანიშნავად გრძნობს“

მუსი ერთ-ერთია „Cook Counseling Center – ში“ მყოფი 4 მკურნალი ძაღლიდან და მას უდიდესი დამსახურება აქვს ვირჯინიის უნივერსიტეტის საზოგადოების წინაშე, რომელსაც იგი ემსახურება.

„უამრავი ადამიანი მეკითხება თუ როგორ მკურნალობს ძაღლი. როდესაც მუსისთან ერთად საჯაროდ გამოვჩნდები, ადამიანები მას თბილად ესაუბრებიან, რაც უეცრად ბავშვის ხმით საუბარში გადადის ხოლმე. ძაღლები უდიდესი კომფორტის განცდას გვანიჭებენ. სამწუხაროდ ადამიანთა გარკვეული ნაწილი მათ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი არ არის, ამიტომ მათ მეტად უსაფრთხო გარემო სჭირდებათ.

„კოლეჯის კამპუსებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე უამრავი ადამიანია, რომლებიც მუსისთან ერთად გატარებული დროის შემდეგ აცხადებენ, რომ მათთვის აღნიშნული პერიოდი მთელი დღის განმავლობაში საუკეთესოა. როდესაც ამას ისმენ, შეუძლებელია მისი ძალის არ ირწმუნო.“ – ამბობს დევისი.

დევისის თქმით, მუსი მისთვის განკუთვნილი საპატიო წოდების აღნიშვნას ჭამით, ძილით და სირბილით აპირებს. კარგი ამინდის შემთხვევაში, მუსი ზაფხულის საყვარელ აქტივობას, ცურვასაც გეგმავს.

კომენტარი