„გაცოცხლებული“ ბაქო კარანტინის შემდეგ – ფოტორეპორტაჟი

„გაცოცხლებული“ ბაქო კარანტინის შემდეგ – ფოტორეპორტაჟი

96
გაზიარება

აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის ზომების შემსუბუქების შემდეგ ქალაქების „გამოცოცხლება“ შეინიშნება. ყველაზე მეტად კი ეს ბაქოშია შესამჩნევი.

დედაქალაქში უამრავი, ძალიან ლამაზი გამზირია, მყუდრო პატარა ქუჩები და ეზოები, მაგრამ უკვე 100 წელზე მეტია, რაც ყველაზე მრავალსტუმრიანად ნიზამის, იგივე სავაჭრო ქუჩაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ამ ქუჩას „სავაჭრო ქუჩა“ 140 წლის წინ 1879 წელს ერქვა და მას შემდეგ სამჯერ შეეცვალა სახელი, მაგრამ ბაქოელები მას შიგადაშიგ მაინც ასე მოიხსენიებენ.

ნიზამის ქუჩა შადრევნების მოედანზე მდებარეობს, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილად და დროის გასატარებლად, ყველაზე კარგ ადგილად ითვლება. ეს ბაქოს პირველი საქალაქო მოედანია. მის გარშემო XIX და XX საუკუნის არქიტექტურული ძეგლებია განლაგებული.

კომენტარი