პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება

პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება

28
გაზიარება

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა ნობათები ამჯერად 100-ზე მეტ მარტოხელა ხანდაზმულს და სოციალურად დაუცველ სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეს გადასცეს. კამპანიის დაწყებიდან დღმდე სამგორის რაიონში ნობათი 2 500-მდე მოქალაქეს გადაეცა.

მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციას შეუერთდნენ კომპანიები “სქაიტელი” და “Duty free Georgia”.

ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

კომენტარი