როგორ შევინარჩუნოთ პოზიტივი კორონავირუსის დროს : 4 ქმედება ბედნიერებისთვის

როგორ შევინარჩუნოთ პოზიტივი კორონავირუსის დროს : 4 ქმედება ბედნიერებისთვის

160
გაზიარება

“ბედნიერების თავგადასავალის“ ავტორი, შონ ექორი, გვთავაზობს იმ მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელიც სულ 21 წუთის ძალისხმევის შედეგად ჩვენს დღეს გაცილებით პოზიტიურს გახდის.

მეილით კომუნიკაციის 2 წუთი

ყოველ დღე გაატარეთ 2 წუთი მეილზე სხვა ადამიანისადმი მადლიერების გამოსახატად.

აღნიშნული ქცევა საგრძნობლად გაზრდის თქვენს სოციალურ კავშირებს. სოციალური კავშირი კი თქვენი ხანგრძლივი ბედნიერების უმნიშვნელოვანესი საწინდარია. სოციალური კომუნიკაცია, ასევე დადებითად მოქმედებს სიმსუქნის, სისხლის წნევისა და მოწევის მიმართ დამოკიდებულებაზე.

მოძრაობის 15 წუთი

ყოველ დღე 15 წუთის განმავლობაში წარმოებული კარდიო იგივე შედეგს იძლევა, რასაც ანტიდეპრესანტის მიღება და ის წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს, რომელიც სხვა დადებითი აქტივობების განხორციელების ჩვევას გამოგიმუშავებთ.

მედიტაციის 2 წუთი

საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვება 10 % – ით აუმჯობესებს საქმესთან დაკავშირებული საკითხებისადმი სიზუსტეს, მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ძილს.

დღიურის 2 წუთი

დღის განმავლობაში 2 წუთით დღიურის შევსება სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გამოცდილებით, საგრძნობლად ამცირებს სტრესს, ტკივილს და ზრდის იმ ემოციების მგრძნობელობას, რომელთაც თქვენს ცხოვრებაში დიდი როლი აქვთ.

უბრალოდ დაფიქრდით უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გადამხდარ ამბებზე და შემდეგ ეს ყველაფერი ფურცელზე გადაიტანეთ. მონიშნეთ სამი მნიშვნელოვანი დეტალი (სად იყავით, რა გეცვათ, რაზე საუბრობდით და ა.შ.). ჩვენ ამას გაორებას ვუწოდებთ, რადგან ამ დროს თქვენი ტვინი ცდილობს დაგანახოთ სხვაობა ვიზუალურ მოცემულობასა და ნამდვილ გამოცდილებას შორის.

კომენტარი