ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

61
გაზიარება

ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, კაპიტალურად შეკეთდება 1 000 კვ.მ ფართობი, სადაც ამორტიზებულ ასფალტს  ახალი ორფენიანი საფარი შეცვლის. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე,  ტროტუარი და  ბორდიური მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, გაეცნო.

„ჩვენი რაიონისთვის მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრალურ ქუჩებზე ამორტიზებული სამანქანო გზა  გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. მთაწმინდის გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს მსგავსი პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას და მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ახლახანს დასრულდა მაჭავარიანის ქუჩის  სრული რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ტატიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.

საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს და  მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი არის გათვალისწინებული.

კომენტარი