ვაზისუბანში, ბინათმესაკუთრეთა დაფინანსებით, 9 პროექტი ხორციელდება

ვაზისუბანში, ბინათმესაკუთრეთა დაფინანსებით, 9 პროექტი ხორციელდება

38
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა, ვაზისუბანში ბინათმესაკუთრეთა დაფინანსებით 9 პროექტს ახორციელებს. მათ შორის:

ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია ვაზისუბნის II მიკრორაიონის N15 კორპუსსა და ვაზისუბნის დასახლების N11 კორპუსებს ჩაუტარდა;
ახალი თანამედროვე ლიფტები ეწყობა ვაზისუბნის დასახლების N18 კორპუსში, ასევე ვაზისუბნის II მიკრორაიონის N5 კორპუსში;
სადარბაზოები კახეთის გზატკეცილის N19 კორპუსში გარემონტდა;
წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ქსელების შეცვლა ოთხ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის არის: ვაზისუბნის დასახლების კორპუსი N22 , ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის კორპუსი N2, ვაზისუბნის I მიკროს კორპუსი N15 და ვაზისუბნის IVმიკრორაიონის, I კვარტლის N12 კორპუსი.

აღნიშნული სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 316 757 ლარით დააფინანსა.

ბინათმესაკუთრეთა დაფინანსებულ პროექტებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა. გამგებელთან ერთად ადგილზე ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.

მიმდინარე წელს, ისნის რაიონის გამგეობის მიერ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 120 პროექტი განხორციელდა, რომელთა შორის 80 დასრულებულია.

კომენტარი