საუკუნის საქმე კეთდება – შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი კახა კალაძეს მადლობას უხდის

საუკუნის საქმე კეთდება – შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი კახა კალაძეს მადლობას უხდის

125
გაზიარება

შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერს, კახა კალაძეს მადლობას უხდის.

„მოგესალმებით, ეს პოსტი ჩვენი თეატრის გვერდზე არ იწერება მარტო იმის გამო, რომ დღეს შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი გადარჩა, ამას ვწერთ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის! თბილისისთვის საქმის კეთება, თან ხარისხიანად, მისი ცხოვრების ნაწილად იქცა! მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად, როდესაც თეატრზე ფიქრობ და თან აშენებ, ეს უკვე დასაფასებელია. საუკუნის საქმე კეთდება! ამირან შალიკაშვილმა სიკვდილის წინ თქვა, რომ კახა კალაძე გადაარჩენს ჩემს თეატრსო, ის არასოდეს ცდებოდა ადამიანის ამოცნობაში და დღეს ეს ყველაფერი გამართლდა და დაიძრა. ჩვენს ქვეყანას ექნება საერთაშორისო პანტომიმის და პლასტიკის ცენტრი და შალიკაშვილის თეატრი უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე შენობით! საერთოდ, ჩვენი აზრით, სულ ცუდზე ლაპარაკს ჯობია, ჩავანაცვლოთ კარგზე ლაპარაკით, დაუნახავები არ უნდა ვიყოთ. რაც მოხდა 9 წლის წინ პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ირგვლივ, ყველამ იცის და წლების მანძილზე ვერავინ შეძლო ამის გამოსწორება. დღეს ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ მოისმინა ჩვენი აზრი და გვერდში დაგვიდგა! მადლობა ნდობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის, რაც დღეს კარგი ხდება ჩვენს ქალაქში.
წარმატებებს გისურვებთ ბატონო კახა და იმედი გვაქვს, ძალიან მალე ერთად სრულიად ახალი და თანამედროვე ამირან შალიკაშვილის სახელობის პროფესიული პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ლენტს გავჭრით.“ – აღნიშნულია პოსტში.

კომენტარი