ქორწილი პანდემიის დროს – ახალგაზრდა წყვილის ისტორია

ქორწილი პანდემიის დროს – ახალგაზრდა წყვილის ისტორია

393
გაზიარება

ელისონ ლეითმორი ვირჯინიის შტატშიოჯახის ექიმად მუშაობს. მისი მეუღლე, ჯეიკობ ბარკერი, კი ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტია. კორონავირუსის გამო დიდი საქორწილო გეგმების გაუქმების შემდეგ, წყვილმა გადაწყვიტა ადგილობრივ სამლოცველოში დაქორწინებულიყო.

„ქორწილი ხომ მხოლოდ ორ ადამიანს ეხება და არავის სხვას. ყველაფერში შესაძლებელია პოზიტიური კორექტივის შეტანა. შეგვეძლო ეს დღე ქორწილის გარეშე, ჩვეულებრივად გაგვეტარებინა და მოწყენილები ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ბედნიერები და არაფრისთვის მიგვეცა ნება, ჩვენთვის ხელი შეეშალა. “ – აცხადებს ელისონი

„როდესაც ის მაკიაჟს იკეთებდა, პროფესიონალი ფოტოგრაფის მსგავსად ვცდილობდი მისთვის სურათები გადამეღო, რაც საუკეთესოდ არ გამომდის, მაგრამ ვეცადე, როგორც შემეძლო. ჩვენ გვჭირდება, რომ მეტად ვკონცენტრირდეთ საკუთარ თავებსა და სიყვარულზე. არ არის საჭირო ღელვა იმაზე, თუ რა მუსიკას დაუკრავენ ქორწილში, ან როგორი მომარაგება ექნება ცერემონიას, რადგან დღის დასასრულს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რამდენად ძლიერია ურთიერთობა და სიყვარული.“ – ამბობს ჯეიკობი.

„გადავწყვიტე ჩამეცვა ჩემი საქორწინო კაბა და ვირტუალურად დავკავშირებოდი ახლობელ ადამიანებს, რომლებიც მიყურებდნენ, თუ როგორ ვიკეთებდი მაკიაჟს, მესაუბრებოდნენ და ჩემთან ერთად იცინოდნენ. ამის შემდეგ დედას დავურეკე, ეს ყოველივე ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან ვგრძნობდი, რომ მიუხედავად ფიზიკური სიშორისა, მე კვლავ იმ ადამიანებით ვიყავი გარემოცული, რომლებიც მხარს მიჭერენ და რომელთაც ვუყვარვარ. შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო.“ – განაცხადა ელისონმა.

ახალდაქორწინებულებს ფოტოგრაფმა ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსაბეჭდად სამახსოვრო ფოტოები გადაუღო.

კომენტარი