ორთაჭალის N20-ში მრავალსართულიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დაიწყო

ორთაჭალის N20-ში მრავალსართულიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დაიწყო

178
გაზიარება

კრწანისის რაიონში, ორთაჭალის N20-ში მრავალსართულიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიწის გამაგრებითი სამუშაოები სარდაფში მიმდინარეობს, რის შემდეგაც საძირკვლისა და სართულშუა ღიობების გამაგრება დაიწყება, ასევე, მოხდება ფასადის რეაბილიტაცია.

სამუშაოებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება, გამგეობის ბიუჯეტიდან 164 228 ლარია გამოყოფილი.

„აღნიშნული სახლი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც მოსახლეობას ბევრი პრობლემა ექმნებოდა, შესაბამისად მათ ჰქონდათ დიდი სურვილი საცხოვებელი სახლის გამაგრების. მიხარია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოვახერხეთ კაპიტალური გამაგრების სამუშაოების დაწყება“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სამუშაოები 19 მისამართებზე მიმდინარეობს, 25-ზე კი, დასრულდა.

კომენტარი