კურსდამთავრებულმა სასწავლებლის დასრულების მინიატურული ცერემონია გამართა

კურსდამთავრებულმა სასწავლებლის დასრულების მინიატურული ცერემონია გამართა

119
გაზიარება

ალექსანდრა ლენჩევსკი არ აპირებდა, რომ Covid 19 – ის მიერ შექმნილი ვითარების გამო მისი და მისი თანაკლასელებისთვის მნიშვნელოვან დღეს უცერემონიოდ ჩაევლო. ბრუკლინის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა ამ მიზნის მისაღწევად 15 მაისს მინიატურული ცერემონია გამართა.

დამამთავრებელი კურსის ქუდებით წარმოდგენილი პატარა სურათები, რომლებიც ბალახში ჩარჭობილ ჯოხებზე იყო მიმაგრებული, თითოეულ სტუდენტს წარმოადგენდა. აღნიშნული სურათის ხილვისას მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება ეუფლებოდა, თითქოს, იგი მონაწილეებით სავსე რეალურ ცერემონიას ადევნებდა თვალს.

„მიუხედავად იმ მძიმე პერიოდისა, რომელიც თავს დაგვატყდა, მინდოდა შემეხსენებინა, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებული ნათელი წერტილები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. მსურდა თითოეულ სტუდენტს ეგრძნო, რომ მათ მიერ წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევა და თავდადება აღიარებულია.” – ამბობს ალექსანდრა.

სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული მითითებების გამო, რომლებიც თავყრილობებს კრძალავს, სკოლების ნაწილმა გადადო, ნაწილმა კი ვირტუალური ცერემონია ჩაატარა. ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა კი ამ წლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარა.

მაშინ, როდესაც 2020 წელი უპრეცედენტო ეკონომიკურ გამოწვევებს გვთავაზობს, ლენჩევსკის მიერ დადგმული ცერემონია ერთდროულად იწვევს როგორც სევდის, ისე სიხარულის ემოციას და ადამიანთა უდიდესი ნაწილის მიერ აღქმულია, როგორც ერთ – ერთი საუკეთესო რიტუალი, რაც ამ პერიოდში ვინმეს გაუკეთებია.

კომენტარი