მამაკაცმა სტილისტს 2500, ხოლო საპარიკმახეროს თანამშრომლებს 3 300 დოლარი გადაუხადა

მამაკაცმა სტილისტს 2500, ხოლო საპარიკმახეროს თანამშრომლებს 3 300 დოლარი გადაუხადა

178
გაზიარება

სტილისტმა და მისმა თანამშრომლებმა 2 500 და 3 300 დოლარის ოდენობის თანხა მიიღეს ერთ-ერთი კლიენტისგან, რომელიც იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით კორონავირუსული კრიზისის წინააღმდეგ თავისი წვლილი შეიტანა.

შაბათს, შუადღეს, ადამიანი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, „Floyd’s 99 – ის“ საპარიკმახეროს ესტუმრა, სადაც ალისია ნოვოთნი მომქანცველი დღის შემდეგ მორიგ კლიენტს ელოდა.

“ჩემი ცვლის დასრულებამდე სულ 15 წუთი იყო დარჩენილი, რის გამოც მან იკითხა, შემეძლო თუ არა მისი მომსახურება. ვიცი, თუ რამდენი ადამიანია სასოწარკვეთილი თმასთან დაკავშირებული საკითხის გამო, ამიტომაც პრობლემა არ მქონია.“ – იხსენებს ალისია.

32 წლის ალისია თავისი საქმიანობის შესრულებას შეუდგა. მამაკაცს აინტერესებდა, თუ როგორ უმკლავდებოდნ თანამშრომლები კორონავირუსის მიერ შექმნილ მძიმე ვითარებას. „Floyd’s 99“ 18 მარტიდან დახურული იყო. იმის გამო, რომ კოლორადოს შტატში, სოციალური დისტანციის გათვალისწინებით, გარკვეულ ორგანიზაციებს გახსნის საშუალება მიეცათ, აღნიშნული შაბათი ამ საპარიკმახეროსთვის ხელახალი გახსნიდან პირველი დღე იყო.

„მე ჩემი საქმე დავასრულე და ის წავიდა შემდეგი სიტყვებით – „ცნობისთვის, გასამრჯელო შეცდომით არ არის. „ვერ მივხვდი, რაზე საუბრობდა, სანამ ქვითარი არ ვნახე.“

როდესაც ნოვოთნიმ ქვითარს დახედა, ვერ იჯერებდა, რომ კლიენტმა თმის შეჭრისთვის გათვალისწინებულ 27 დოლარს 2 500 დოლარი დაამატა.

„სრული შოკი მივიღე. ყოველივე ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს მოხდა. მას არ სურდა, ამ ყველაფრისგან წარმოდგენა დაედგა, მაგრამ ეს ნამდვილი ქველმოქმედებაა, რასაც ძალიან ვაფასებ და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ.“ – ამბობს ალისია.

სულგრძელი კლიენტი ამაზე არ შეჩერებულა. მან საპარიკმახეროს მიმღებს 500, ხოლო გენერალურ მენეჯერს 1 000 დოლარი გადასცა მანამ, სანამ გაარკვევდა, თუ რამდენი ადამიანი მუშაობდა აღნიშნულ სივრცეში. ამის შემდგომ კი დასაქმებული 18 ადამიანისთვის 1800 დოლარი გაიღო, თითოეულისთვის 100 დოლარის სახით.

„მისმა ქმედებამ მეტყველება დამაკარგვინა. შეუძლებელია იმის თქმა, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის.“ – ამბობს ნოვოთნი.

იგი მიღებული შემოწირულობით ქირის გადახდას და შვილისთვის, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს, მკურნალობას აპირებს.

კომენტარი