რიმა ერისთავი – კოკო შანელის მოდელი პარიზის „მაღალ საზოგადოებაში“

რიმა ერისთავი – კოკო შანელის მოდელი პარიზის „მაღალ საზოგადოებაში“

142
გაზიარება

რიმა ერისთავი ცნობილი ექიმისა და მეცნიერის, ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდაშვილი გახლდათ. მას რიმა დაარქვეს ოჯახის მეგობრის, ალექსანდრე III-ის ბალტიის სამხედრო ფლოტის ადმირალის, გლაზენაპის მეუღლის საპატივცემულოდ, რომელიც მისი ნათლია იყო. რიმას მამა 1907 წელს გარდაიცვალა. დედა – თამარ ერისთავი – პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით ემიგრაციის ბოლო ნაკადთან ერთად წასულმა მერი შერვაშიძემ 16 წლის რიმაც თან წაიყვანა.

პარიზის საზოგადოებისათვის რიმა ცნობილი იყო როგორც Prencesse Rimma Eristoff. ის სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით როგორც ქართულ და რუსულ, ასევე ფრანგულ არისტოკრატიაში. გამოირჩეოდა მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლი (მათ შორის, კოკო შანელის სამოდელო სახლი), რომელიც რიმას მათ მიერ შექმნილ ახალ მოდელს საკუთრებაში გადასცემდა, რათა მას ეს მოდელი ჩაეცვა და „მაღალ საზოგადოებაში“ გამოეჩინა. რიმა ერისთავი არ გათხოვილა. იგი გარდაიცვალა პარიზში 1982 წელს.

კომენტარი