ეროვნულმა არქივმა მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილე გამოფენით აღნიშნა

ეროვნულმა არქივმა მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილე გამოფენით აღნიშნა

67
გაზიარება

26 მაისი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნულმა არქივმა მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილე გამოფენით აღნიშნა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2019 წლის 23 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით საგამოფენო პავილიონში მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია მოეწყო.
გამოფენაზე პირადი არქივებში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისათვის მანამდე უცნობი იყო.
მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.

დაათვალიერეთ გამოფენა „მერაბ კოსტავა“ ეროვნული არქივის ვებგვერდზე:
https://archive.gov.ge/ge/2019-1/merab-kostava-2

კომენტარი