თბილისის მასშტაბით, ნობათების დარიგების მეორე ეტაპი გრძელდება

თბილისის მასშტაბით, ნობათების დარიგების მეორე ეტაპი გრძელდება

85
გაზიარება

ბიზნესსექტორისა და მოქალაქეების დახმარებით, მარტოხელა ხანდაზმულებისა და შშმ პირების ნობათებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება. ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა ნობათები რაიონში მცხოვრებ კიდევ 242 ოჯახს გადასცეს. პროცესში ყოველდღიურად ჩართულია ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე. კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, 2 642 ნობათი დარიგდა.

 

კომენტარი