კახა კალაძე: ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ თავისუფლებას

კახა კალაძე: ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ თავისუფლებას

72
გაზიარება

“ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს და ერთობით, საერთო ძალისხმევით გავაძლიეროთ, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“არ არსებობს მასზე მაღალი ღირებულება, ვიდრე – სამშობლო და თავისუფლება. არ არსებობს უფრო დიდი პატივი, იბრძოლო, იშრომო, იღვაწო შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის!
100 წელზე მეტი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, როდესაც ჩვენმა ხალხმა აირჩია თავისუფლება, განვითარება, ევროპული მომავალი. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს და ერთობით, საერთო ძალისხმევით გავაძლიეროთ, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი