2 წლის ბავშვს პანდემიის დროს გული გადაუნერგეს

2 წლის ბავშვს პანდემიის დროს გული გადაუნერგეს

137
გაზიარება

პატარა, რომელსაც კორონავირუსის გამო გულის გადანერგვა დაჭირდა, საავადმყოფოში რამდენიმეთვიანი წოლის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ბარონ შოუმეიქერს ოპერაცია ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოში ჩაუტარდა. ყველაფრის დასრულების შემდეგ, მას ახლობლები და ოჯახის წევრები შეეგებნენ.

„ჩვენი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, ის ძალიან ბედნიერია, რომ დაბრუნდა. მთელი დღის განმავლობაში დარბის და საკუთარ დას ეთამაშება. ვერც მიხვდებით, რომ პრობლემა ჰქონდა, რომ არა მისი ნაიარევი და წამალი, რომელსაც იღებს.“ – ამბობს პატარას დედა.

ბარონის ოჯახმა გადანერგვის აუცილებლობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ბავშვს მიოკარდიტი დაუდგინდა, რომელიც გავრცელებულმა ვირუსმა გამოიწვია.

ექიმების თქმით, ბარონს გული გადიდებული ჰქონდა და გადანერგვა ესაჭიროებოდა. მას ხელოვნური გული, სახელად „ბერლინის გული“ ჩაუსვეს.

„ჩვენ მას საავადმყოფოში 6 თვე ველოდით. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მძიმე წუთი გამოვიარეთ, რაც მის დაკარგვასთან ასოცირდებოდა“ – აცხადებს ბავშვის დედა.

6-თვიანი ლოდინის შემდეგ, ბარონმა გული გადაინერგა. ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა და კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ბავშვთან ყოფნის საშუალება მხოლოდ ერთ მშობელს მიეცა. ამ პროცესში პატარასთან მამამისი, ლუკა იმყოფებოდა, ხოლო დედა ოჯახს 2 კვირის შემდეგ შეუერთდა.

ჰარი თიუნუგანთლა, პედიატრი და საოპერაციო გუნდის წევრი, ამბობს, რომ ახალმა გულმა წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება.


„მან ყველას გვიჩვენა მაგალითი და ძლიერი მახასიათებლები გამოავლინა.“


ექიმი იკი ადაჩი, რომელმაც გადანერგვის ოპერაცია ჩაატარა, ამბობს, რომ ბარონი ყოველ დილით 06:15 საათზე ეგებებოდა ექიმებს.


„როდესაც გუნდი მასთან შედიოდა, ის მუდამ იღიმოდა და ხელებს იქნევდა. ჩვენ ის ძალიან გვენატრება.”


შოუმექირის თქმით, ბარონი თავის 5 წლის დასთან სახლში დაბრუნებით ძალიან ბედნიერია.

„მისი სახელი პატარა მებრძოლს ნიშნავს, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი მებრძოლი იქნებოდა. ეს არაჩვეულებრივი და არარეალურია“ – აცხადებს დედა.

კომენტარი