ზეგიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან კი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამუშავდება

ზეგიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან კი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამუშავდება

255
გაზიარება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროს მუშაობა აღდგება. რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მოსახლეობას ამ სერვისით სარგებლობას 8 ივნისიდან შეძლებს.

სატრანსპორტო საშუალებებში აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.

გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება.

კომენტარი