მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან

მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან

86
გაზიარება

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ 29 მაისიდან, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა სრულად აღდგება.

როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ „თბილისის მიკროავტობუსიდან“ აცნობეს, აკრძალულია:

• მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე;

• სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა;

• გაგრილების სისტემის ჩართვა.

სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

„COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზნით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას“, – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში კონდიცირება ჩართული არ უნდა იყოს.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული და ფანჯრები უნდა იყოს ღია, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ისედაც ჰაერი ფანჯრებიდან ნიავდება“, – განაცხადა კალაძემ.

„კვირა“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრასპორტის ამუშავებისას სოციალური დისტანციის საკითხი აუცილებლად გათვალისწინებელი უნდა იყოს. როგორც ლალიაშვილი აღნიშნავს, ასევე უმნიშვნელოვანესია, ტრანსპროტში მგზავრებს ხელის დეზინფექციის საშუალება ჰქონდეთ.

თამუნა შეყილაძე

წყარო: kvira.ge

კომენტარი