საკლასო ოთახიდან – ბრძოლის წინა ხაზზე

საკლასო ოთახიდან – ბრძოლის წინა ხაზზე

115
გაზიარება

მსოფლიოს უამრავი სტუდენტის მსგავსად, ნიუ-იორკში არსებული „Assembly School for Emergency Management – ის“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გარეშე დარჩნენ.
მიუხედავად იმისა, რომ Covid 19 – ის წყალობით, სკოლა დაიხურა, მათ მაინც მოძებნეს გზა, რათა სწავლის დარჩენილი თვეები კარანტინში არ გაეტარებინათ მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებს.
„ადამიანები ავადდებიან, კარგავენ ოჯახის წევრებს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ცდილობენ, თავიანთი საქმე პირნათლად შეასრულონ.“ – აცხადებს „UASEM – ის“ პედაგოგი, სოლ პუგლისი.
2020 წლის გამოშვების კლასი უნიკალურია, რადგან 58-დან 29 სტუდენტი გადაუდებელი დახმარების სერთიფიცირებული მუშაკი ხდება და ისინი ასეთ კრიტიკულ პერიოდში თავიანთ საზოგადოებას ეხმარებიან.
ჯოშუა ნივესი, რომელიც ზემოხსენებულ სტუდენტთაგან ერთ-ერთია, აცხადებს, რომ გადაუდებელი დახმარების მუშაკობა ამ მიმართულების განვითარების სურვილით გადაწყვიტა, რაც აუცილებელია იმ მოქალაქეთა დასაცავად, რომლებიც დაუმსახურებლად ჩავარდნენ მძიმე ყოფაში. მათ შორის მოიაზრება სამხრეთ ბრონქსის რეგიონი, სადაც ჯოშუა გაიზარდა.
„დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა, რომ საზოგადოების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეეცვალა, ეს ჩემი შანსია. მსურს ამ საპასუხისმგებლო პერიოდში მას მხარში ამოვუდგე და ადამიანების სიცოცხლე ერთად გადავარჩინოთ.“ – ამბობს ნივესი.
კორონავირუსული პანდემიის დროს, ნივესი, რომლის დედაც ასევე ჩართულია ამ საზოგადოებრივ საქმიანობაში, არსებულმა მდგომარეობამ შთააგონა, რათა მომსახურე პერსონალთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე მდგარიყო.
„როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი, ის აცნობიერებს თუ რაოდენ სარისკოა მისი საქმიანობა, რომლის მომსწრეც მთელი ცხოვრება ვარ. მან იცის, რომ ახლა ჩემი გაბრწყინების დროა. იგი ყველაფერში მეხმარება და ჩემით ამაყობს.“
ჯოშუას კლასელი, ამანდა ტოლედო, რომელიც შესაბამის სერთიფიკატს მალე დაეუფლება, საზოგადოების წინაშე არსებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით იმავე აზრზეა.
„ვფიქრობ, პანდემიამ გამბედაობა შემმატა. გააფთრებული სურვილი მაქვს ეს საქმე ვაკეთო, რადგან სხვაგვარად არ შემიძლია.“

კომენტარი